Union
ხმაში თაფლიანი იელი ჩამიხმა ხორხში-იავნანის სურო, მივდივარ და სიტყვებს მაყოლებ-ჩემი ხარ!, იცი, ვბრუნდებოდი სულ რომ. ვუყურებ- გადამფრენი- მეტობის ნიშნები-ჩიტები- ბანალური ქარგა- როდესაც მიდიხარ-სამშობლოს იტოვებ, როდესაც ბრუნდები-კარგავ. გავდივარ ცარიელი, უშენო სახლიდან… გასვლისას ოქროს თევზებს ვაქრობ ჭერზეც და ზღვის ფსკერზეც- მბჟუტავს დავტოვებდი- შენ დაბრუნდებოდე აქ რომ…