The Story of Those Without Motherland

არასოდეს მიკითხავს შენთვის, რას ფიქრობდა მამაშენი, როცა საზღვარი გადაკვეთა – ცალ ხელში ეჭირე შენ, მეორეთი კი მიაგორებდა ერთადერთ, გაცრეცილ ჩემოდანს. არასოდეს მიკითხავს შენთვის, რა შეგრძნებაა, როცა გვარი ერთს ამბობს და პასპორტში, ეროვნების გრაფა – მეორეს. შენ ყოველთვის ლაღი იყავი და ბედნიერი, თვალები ნათელი გქონდა და როცა მიღიმოდი, მე მათში ვერ ვხედავდი შენს ვერცერთ სამშობლოს – […]

First Summer Letter

ყველა სიზმარი, დილაობით თავქვეშ რომ ვეძებ, ყველა სურვილი, რომ არასდროს უნდა გამეშვი, ეს – შენი გრილი ხელებია ჩემს დამწვარ მხრებზე და შენი ჩუმი ღიმილია ჩემს მშვიდ თვალებში. ყველა ნიჟარა, ყველა ტალღა და ყველა თევზი, ყველა ნავი და იალქანი, ქარებს რომ ვანდე, ეს – უეცარი შეხვედრაა შორეულ გზებზე, ბეწვის ხიდია ზაფხულიდან შემოდგომამდე. გემო მარილის, მზის ბილიკი, […]

My Mother Daughter

ზოგჯერ დედაჩვენები რომ ვიშვილოთ. ზოგჯერ დედაჩვენები რომ ვიჩვილოთ. კალთაში ჩავისვათ, მკერდზე მივიყუდოთ დაჭაღარავებული თავები. ცხელ შუბლებზე ხელები შემოვაწყოთ, დავარწიოთ და ვუღიღინოთ, დავარწიოთ, დავუნანაოთ: ნანა, ნანა დედასაო,  ჩემ გამჩენელს, ჩემგან გაჩენილსაო. შენი დარდი მე, დედი, შენი ცრემლი მე,  შენი ცეცხლი მე, შენი ნაღველი მე,  მე დამწვას, მე დამლიოს, დამნაცროს, მიწას გამრიოს.  დაიძინე, ჩემო შვილო დედაჩემო, დაიძინე, დედამზევ, დედამიწავ. შენი სიკვდილი მე, დედი,  ჩემი სისხლი შენ, ჩემი სიცოცხლე შენ.  მზე ჩადგეს, ჩემი გული ამოვიდეს. შენი ხელები, დედი, უბეში, უბეში. მკერდზე მომიკაკუნე.  ნანაო, ნანაო, დედაჩემის ხელებო,  გულში ჩამომიწექით, დედაჩემის ხელებო. მიმღერდეს ძარღვი ყელზე: ნანა, ნანა დედასაო,  ნანა დედაჩემის სუნთქვას. ჩემ კალთაში დაბერდი, დედი,  ჩემი კალთიდან ამოჩვილდი.  ადგეს მზე-დედა, ავდგე, შავ მატყლში გავახვიო თოთო დედაჩემი.  წავიდე, შავ წყალში ხელები ჩავყარო, სისხლი გამოვუშვა, ნაღველ-ბალღამი გამოჰყვეს.  წყალმა წაიღოს სიბერე,  წყალმა წაიღოს სიკვდილი.  დედაჩემი ვიშვილე, ვთქვა, დედაჩემი გავაჩინე.

Medusa

როცა გითხარი, არაფერი ხდება-მეთქი, უბრალოდ მოგატყუე. ხდება, ყოველდღე ხდება ხიდები, ხედები . . . რადგან სიყვარულს დავმორჩილდი, დავდივარ, ვისთვის – თავმოჭრილი, ვისთვის კი – სარკე – შეხედვისას ქვავდები, ხევდები. როცა გითხარი, არაფერი ხდება-მეთქი, უბრალოდ დამავიწყდა. იმ დღიდან ყველა ცხენოსანი, ანდა ქვეითი ჩემს სახელს, (სახელს თავმოჭრილის) ატარებს ფარად… თუ ქვას მესვრიან, იბრუნებენ პასუხს ქვებითვე… რომ გითხარი, […]

Prayer Before Bathing

ჩემი ექვსი შვილის ოცდათექვსმეტი შვილიშვილის ათას ორას ოთხმოცდათქვსმეტი შვილთაშვილი მადლობას გიხდის შენ, ვისი კანიც უფრო მეტია, ვიდრე ამქვეყნად ყველა ფურცელი, ვისი სხეულიც უფრო ფართოა, ვიდრე ამქვეყნად ყველა სამარე და ეს ხალებიც ვის გლუვ კანზეც – ჩიტის კვერცხების უძველესი დამწერლობაა. მადლობა თბილი ნაკადისთვის, თბილი ქვებისთვის, ორთქლის რძიანი ღრუბლებისთვის აბაზანის ფარდების მიღმა ქაფის ქათქათა ტალღებისთვის აბაზანის თეთრ […]

Dance Lessons (3/4 time)

ანტარქტიდაზე ყინული  ჯერ დატყდა, მერე შეწებდა –  სწორედ ასევე ფეხი ფეხს  მიადგი  ვითომ იპოვნე –  ეძებდი.  წესი: მიეყრდნო საკუთარ  მხრებს   – ნიშნავს მხრებში გამართვას,  მწვერვალზე ასობ ხერხემალს  თითქოს და  მერე დაეშვი  დაღმართი.  პა: შენი ხელი მის მხარზე  როგორც სიტყვაზე მახვილი,  მისი მარცხენა შენს წელთან  და თითქოს  მცენარის ბოლქვი  გაღვივდა.  ახლა  ნაბიჯი – მოქცევა,  მერე  […]

The Story of Flying

„ასეთი სიმაღლიდან ვარდნისას ვერავინ გადარჩება“ – ვფიქრობ და მივფრინავ. ძველი აეროპორტის ფოიეში იდგა ჩემი მეგობარი, ცალ ხელში ვისკით სავსე მათარა ეჭირა, მეორეში – დალუქული კონვერტი. – აფრენისას თავი გადაწიე – ამბობდა ის – თავი გადაწიე და თვალები დახუჭე. ეს ყველაფერი ისე გავდა კოცნის ინსტრუქტაჟს, რომელიც ოდესღაც ყველას ჩაგვიტარეს, არ შემშინებია. დიდხანს დავფრინავდი მეგობრის ხერხების და […]

Braille

იასამნისფერ, წითელ, ყვითელ, მწვანე, ოქროსფერ ფერებს ითხოვდეს, მეტრო – მეტრო დამათხოვრობდეს (ჩემი ძველი ლექსიდან) (ზაზას, რომელიც ხედავს და ყველა უსინათლოს) თეთრი – ეს უფრო ბგერა არის – ალბათ ფლეიტა, ფლატეა, ფრთხილად, ციცაბოა, არ გადაქანდე – სუსხის ბგერები გვესობიან – განა ბეღურებს – ჭრელ თუთიყუშებს გვიქანავებს ყინვის ქანდარა – ჩემი მეზობლის ოცი კატა – მთელი ორკესტრი […]

**** (‘Opening an eye…’)

თვალის გახელა უკვე მხოლოდ იმის ნიშანია,  რომ მზადა მაქვს ძარღვები ლიანდაგებად.  და ბეჭების შემცივნულ ბაქანზე  ხერხემლის წყვეტილ და გამაფრთხილებელ ზოლს იქით დგანან  მოსაგვარებელი ამბები.  ამის მერე  ახალი დღეც ისე გრიალით შემოდის ტანში,  როგორც მობერებული, ძვლებამოყრილი მატარებელი  მორიგ სადგურში  და ეს დაფეთებული გაღვიძება  ყველაფერს ერთმანეთზე ახეთქებს:  როგორ არიან, ვინც მიყვარს,  ამინდმა ქალაქის ფერები როგორ გადააწყო,  ხომ […]

Natalia Bukia-Peters

Natalia Bukia-Peters is a freelance translator, interpreter and teacher of Georgian and Russian. She studied at Tbilisi State, Ilia Chavchavadze University and holds a Masters degree from Leiden University, the Netherlands. She has been a translator for the Poetry Translation Centre and a member of the Chartered Institute of Linguists in London for several years. […]