The Story of Those Without Motherland
არასოდეს მიკითხავს შენთვის, რას ფიქრობდა მამაშენი, როცა საზღვარი გადაკვეთა – ცალ ხელში ეჭირე შენ, მეორეთი კი მიაგორებდა ერთადერთ, გაცრეცილ ჩემოდანს. არასოდეს მიკითხავს შენთვის, რა შეგრძნებაა, როცა გვარი ერთს ამბობს და პასპორტში, ეროვნების გრაფა – მეორეს. შენ ყოველთვის ლაღი იყავი და ბედნიერი, თვალები ნათელი გქონდა და როცა მიღიმოდი, მე მათში ვერ ვხედავდი შენს ვერცერთ სამშობლოს – […]