**** (‘Opening an eye…’)

თვალის გახელა უკვე მხოლოდ იმის ნიშანია,  რომ მზადა მაქვს ძარღვები ლიანდაგებად.  და ბეჭების შემცივნულ ბაქანზე  ხერხემლის წყვეტილ და გამაფრთხილებელ ზოლს იქით დგანან  მოსაგვარებელი ამბები.  ამის მერე  ახალი დღეც ისე გრიალით შემოდის ტანში,  როგორც მობერებული, ძვლებამოყრილი მატარებელი  მორიგ სადგურში  და ეს დაფეთებული გაღვიძება  ყველაფერს ერთმანეთზე ახეთქებს:  როგორ არიან, ვინც მიყვარს,  ამინდმა ქალაქის ფერები როგორ გადააწყო,  ხომ […]