Poems

მზე იყო, როგორც ახალგათხრილი
საფლავის მიწა - ნორჩი და რბილი.
და როცა დიდი უფსკრულის პირას,
დღემდე ცოცხალი თუ გარდაცვლილი
ჩავმწკრივდით ყველა და დაველოდეთ
ქარისგან უკან მოტანილ ექოს,
ამოდიოდა მზე უდაბნოდან,
როგორც სოფელში მოხუცმა ბებომ
მზემ აიარა აღმართი ზეცის,
ჩვენ ავიარეთ ჩვენი აღმართი -
სამშობლო, ხმელ და უწვრილეს ბოძზე
შემოდებული ბუდე ლაკლაკის.